ტრენინგების ციკლი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში

17 სექტემბერი 2018

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ევროკავშირისა და UNICEF-ის მხარდაჭერით, მიმდინარეობს სპეციალიზირებული ტრენინგების ციკლი თემაზე - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. აღნიშნული ციკლი მოიცავს ტრენინგებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მოღვაწე ადვოკატებისთვის. ტრენინგების წარმატებით გავლის შემდეგ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებულ ადვოკატთა რიცხვს 100-ზე მეტი ადვოკატი შეუერთდება.

 

ტრენინგი მიზნად ისახავს, ადვოკატთა გადამზადებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, რაც მოიცავს როგორც არასრულწლოვანთა ურთიერთობის როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე სამართლებრივ ასპექტებს. სამდღიანი ტრენინგის შემდეგ ჩატარდება ტესტირება, რომლის მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, ადვოკატს მიენიჭება უფლება დაიცვას, დაკითხოს და  სრულყოფილი იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს არასრულწლოვანს.

 

ტრენინგი ტარდება ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში და მას უძღვებიან ტრენერები: მაია ცირამუა (ფსიქოლოგი); ქეთევან თავართქილაძე (ფსიქოლოგი); ინგა ბერიძე (ადვოკატი) და ცირა გამცემლიძე (ადვოკატი).

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი